მოზაიკამსოფლიო

რობერტ პატინსონს ბეტმენის როლის შესრულებას სთავაზობენ

32 წლის რობერტ პატინსონი შესაძლოა ყველაზე ახალგაზრდა მსახიობი გახდეს, რომელსაც ბეტმენის როლზე დაამტკიცებენ.
გამოცემა Variety-ის ცნობით, მსახიობი ამ როლზე მთავარ კანდიდატად განიხილება და მასთან მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია.

საკულტო სუპერგმირის შესახებ ახალ ფილმს Warner Bros. და DC Comics იღებენ, კინოსურათის რეჟისორი კი მეთ რივსია.

ფილმს The Batman ერქმევა და მისი გამოსვლა 2021 წლის 25 ივნისს იგეგმება.

რობერტ პატინსონს საყოველთაო პოპულარობა ფილმების სერია ,,ბინდში” შესრულებულმა როლმა მოუტანა.

მსგავსი პოსტები

Back to top button