Hereti FM

გავრცელება

“ჰერეთის” დაფარვის ზონა კახეთის რეგიონს და აზერბაიჯანის დასავლეთ ნაწილს მოიცავს. კახეთში “ჰერეთის” მაუწყებლობა ვრცელდება FM 102.8 MHz ტალღაზე – ლაგოდეხი, წნორი,სიღნაღი, გურჯაანი, ყვარელი, დედოფლისწყარო, თელავი, საგარეჯო. ახმეტა. ასევე დასავლეთ აზერბაიჯანს – ბელაქანი, ზაქათალა, კახი.

რადიო “ჰერეთის” მოსმენა შესაძლებელია როგორც ინტერნეტით,ასევე Apple -სა და Android -ის სმარტფონების მეშვეობით მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

რადიო “თბილისის” დაფარვის ზონა ტალღაზე FM 93.5 მოიცავს სრულიად თბილისსა და მის შემოგარენს. ქალაქებს რუსთავსა და მცხეთას, კახეთის რეგიონს: საგარეჯოს, გურჯაანის, დედოფლისწყაროს რაიონის და ლაგოდეხის რიგ სოფლებს.

რადიო “თბილისის” FM93.5 მოსმენა შესაძლებელია ასევე ინტერნეტში.

კომპანიამ 8 წლიანი ბრძოლის შემდეგ, 2015 წლის 16 ივლისს, ქ. თბილისში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზია მოიპოვა ტალღაზე FM93.5 და საცდელი მაუწყებლობა 2015 წლის 1 სექტემბერს გაუშვა.

რადიოსადგურების დაფარვის არეალში 3 მილიონამდე პოტენციური მსმენელია.

რადიო ჰერეთი