მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი დღეის მდგომარეობით

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ მორიგ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები მოიცავს 24 თებერვლიდან 30 მარტამდე პერიოდს.

გენშტაბის ცნობით, აგრესორების სამხედრო დანაკარგი ასეთია:

✔ჯარისკაცი – დაახლოებით 17 300

✔ტანკი – 605

✔ჯავშანტექნიკა – 1 723

✔საარტილერიო სისტემა – 305

✔სარაკეტო სისტემა – 96

✔საზენიტო საბრძოლო სისტემა – 54

✔თვითმფრინავები – 131

✔ვერტმფრენი – 131

✔სამხედრო საავტომობილო ტექნიკა – 1 184

✔გემი/ნავი/კატარღა – 7

✔საწვავის რეზერვუარი – 75

✔ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 81

✔სპეციალური აღჭურვილობა – 21

✔გამშვები OTRK / TRK / მობილური SRBM სისტემა – 4.

დანაკარგის მიუხედავად მთელ უკრაინაში 24 თებერვლიდან დღემდე რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 1200-ზე მეტი ბალისტიკური, ფრთოსანი და ზებგერითი რაკეტა გაისროლა, მათგან 467 საცხოვრებელ ზონაში – ამის შესახებ გაეროში უკრაინის მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა. სერგეი კისლიცას თქმით, რუსები ამ ყველაფრის განხორციელებისთვის ფართო და უკიდურესად სასტიკ ინსტრუმენტებს იყენებენ.

მისივე განცხადებით, ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, სულ მცირე 5 000 ადამიანი დაიღუპა მარიუპოლში. თითქმის 150 ათასი მცხოვრები კი რჩება ალყაში, რომლებიც მოკლებული არიან ცხოვრების ელემენტარულ პირობებს და საჭიროა მათი ევაკუაცია.

“მათი თავდაპირველი ბლიცკრიგის გეგმის ჩავარდნის შემდეგ, რუსული ჯარები გადავიდნენ გეგმა B-ზე. ეს გეგმა არის ჰუმანიტარული კატასტროფის პროვოცირება მთელ უკრაინაში და ქვეყნის სასოფლო-სამეურნეო პოტენციალის განადგურებაა, რათა დააშინოს უკრაინის პოლიტიკური ხელმძღვანელობა და ხალხი და უბიძგოს მათ კაპიტულაციისკენ.

ეს ინსტრუმენტები მოიცავს საცხოვრებელი ტერიტორიების და კრიტიკული ინფრასტრუქტურის მიზანმიმართულ განადგურებას, სარაკეტო თავდასხმებს მთელი ქვეყნის მასშტაბით, ქალაქების ალყას, ჰუმანიტარულ დერეფნებზე შეთანხმებების დარღვევას, ოკუპირებულ რაიონებში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ტერორს, გატაცებებისა და მკვლელობების ჩათვლით. ახლა დამპყრობლებმა 30-მდე ადგილობრივი ლიდერი, აქტივისტი და ჟურნალისტი გაიტაცეს,“-აცხადებს უკრაინის მუდმივი წარმომადგენელი გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში სერგეი კისლიცა.

ამასთან გაცნობებთ რომ სირიელ მებრძოლებს რუსეთი, უკრაინის წინააღმდეგ ომში მონაწილეობის შემთხვევაში, თვეში 5 ათას ფუნტს სთავაზობს, ამის შესახებ BBC წერს.

ერთ-ერთი სირიელი ჯარისკაცი, რომელიც ომში მოხალისედ არის ჩაბმული, ამბობს, რომ რუსეთმა უკრაინაში სასაკლაო მოაწყო, თუმცა, ამასთან, ეხმარება გაჭირვებულ სირიელებს, რომლებსაც საკვების ფულიც არ აქვთ. ჯარისკაცის თქმით, მოხალისეობას შეთავაზებული თანხის გამო დათანხმდა.

ოჯახი მისი ომში წასვლის წინააღმდეგი იყო, თუმცა მას უთხრეს, რომ ომში დაღუპვის შემთხვევაში, ოჯახს 37 ათას ფუნტს გადაუხდიდნენ.

სირიელი ჯარისკაცის ინფორმაციით, უკრაინის წინააღმდეგ ომში, სულ მცირე, 200 სირიელი მოხალისე მონაწილეობს.

უკრაინის ხელისუფლებისა და სირიული არასამთავრობოს ინფორმაციით, სირიის ტერიტორიაზე 14 გადასამზადებელი ცენტრია გახსნილი.

მსგავსი პოსტები

Back to top button