მნიშვნელოვანიმოზაიკა

ნიდერლანდელთა ნაწილი, სექს-მუშაკების მომსახურებაში ფულის გადახდის არალეგალურად გამოცხადებას ითხოვს

ნიდერლანდების სამეფოში პეტიცია გავრცელდა, რომლითაც ახალგაზრდების ნაწილი, სექს-მუშაკების მომსახურებაში ფულის გადახდის არალეგალურად გამოცხადებას ითხოვს. პეტიციას უკვე, 42 000 ხელმომწერი ჰყავს, ასე რომ, იმ ქვეყნის პოლიტიკოსებს, სადაც სექსუალური მომსახურეობისათვის ფულის გადახდის ერთ-ერთი ყველაზე შემწყნარებლური კანონი მოქმედებს, ამ თემაზე მსჯელობა მოუწევთ.

პეტიციის ავტორების მოთხოვნაა, პროსტიტუციის მომსახურების მიღების გამო ადამიანები ე.წ. სკანდინავიური მოდელის მიხედვით იქნენ დაჯარიმებული, რომელიც თავის მხრივ, ამტკიცებს, რომ პროსტიტუცია ძალადობაა.

აქტივისტები, რომლებიც ამ ინიციატივით გამოვიდნენ, აქტიურ კამპანიას აწარმოებენ სოციალურ ქსელებში. ისინი ფოტოებს ტვირთავენ, წარწერით – ,,მე შეუფასებელი ვარ”.

კამპანიას მალევე გამოუჩდნენ მოწინააღმდეგენი. ინსტაგრამის ერთ-ერთმა გამომწერმა, ფოტოზე დააკომენტარა:

,,მე სექს-ბიზნესში საკუთარი ნებით ვმუშაობ. ჩემნაირი, კიდევ ბევრია, ეს კამპანია კი ჩემს საქმიანობას მნიშვნელოვნად ართულებს“.

პროსტიტუციის მოდელი, რომლის მიხედვითაც სექსუალურ მომსახურებაში ფულის გადამხდელი პირი ისჯება, პირველად შვედეთში მიიღეს 1999 წელს. 2009 წელს, ე.წ. სკანდინავიურ მოდელს ისლანდია შეურთდა, 2014 კანად, 2015 წელს, ეს კანონი ჩრდილოეთ ირლანდიამ მიიღო, 2016 წელს კი საფრანგეთმა.

 

 





 

 

მსგავსი პოსტები

Back to top button