ქაბულში ძლიერი აფეთქება მოხდა [Video]

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში დანაღმული ავტომანქანა აფეთქდა. 8 ადამიანი დაიღუპა, 200-მდე დაიჭრა, – გადმოსცემს სააგენტო AFP.

ტელეარხ TOLO News-ის მონაცემებით, ძალიან ძლიერი აფეთქება ავღანეთის დედაქალაქის აღმოსავლეთით, შაჰ-შაჰიდის კვარტალში მოხდა. წინასწარი მონაცემებით, ტერაქტის სამიზნე თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი ობიექტი გახდა.

უახლოესი საავადმყოფოს წარმომადგენელმა Reuters შეატყობინა, რომ დასისხლიანებული დაჭრილები კლინიკაში თავისი ფეხით მიდიან, მათ შორის ბევრი ქალი და ბავშვია.

ძალიან ბევრი ადამიანი შენობის ნანგრევებშია მოყოლილი. ჯანმრთელობის სამინისტრო ვარაუდობს, რომ დაღუპულთა და დაშავებულთა რიცხვი კიდევ გაიზრდება.

ტერაქტზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის აუღია. სავარაუდოდ, აფეთქება ცნობილი ტერორისტული დაჯგუფება „თალიბანის“ მოწყობილია.

მსგავსი პოსტები

Back to top button