Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

“საფრთხე რომ COVID19 ლაგოდეხის სასაზღვრო პუნქტში გავრცელდეს არ არსებობს”

ამის შესახებ რადიო ჰერეთთან ნელი ხიზანიშვილმა, დაავადების კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის წარმომადგენელმა განაცხადა.

1 221

“საფრთხე, რომ კორონავირუსი ლაგოდეხის სასაზღვრო პუნქტში გავრცელდეს არ არსებობს, რადგან შვებულების გამო ლაგოდეხის სასაზღვრო პოლიციის ერთ-ერთი უფროსი სამსახურში არ გამოცხადებულა და მისი კონტაქტები მხოლოდ ოჯახის წევრებით შემოიფარგლება”

ამის შესახებ რადიო ჰერეთთან ნელი ხიზანიშვილმა, დაავადების კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის წარმომადგენელმა განაცხადა.ნელი ხიზანიშვილის თქმით, კოვიდინფიცირებულის კონტაქტები მცირია.

რადიო ჰერეთის ინფორმაციით, ცოვიდ-19,ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ახალსოფლის ჯგუფის უფროსს დაუდასტურდა, რომელიც აჭარიდან, შვებულებიდან დაბრუნდა.

შუახნის მამაკაცი მ. ა, ლაგოდეხში 10 სექტემბერს დაბრუნდა, თუმცა ის სასაზვრო პოლიციის 5-ე სამმართველოს მე-4 სექტორში არ მისულა. ეპიდემიოლოგების თქმით, მოძიებულია მამაკაცის 10 მდე კონტაქტი, რომელიც ამ დროისთვის ყველა თვითიზოლაციაშია. მათი თქმით, ეს არის შემოტანილი ვირუსი და არ განიხილება ლაგოდეხის შემთხვევად.

მოუსმინეთ ნელი ხიზანიშვილის ხმას.

 

წაიკითხეთ ასევე

ლაგოდეხში სასაზღვრო პოლიციის ერთ-ერთ უფროსს კორონავირუსი დაუდასტურდა

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი