Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

სიცილიაზე ვულკანი ეტნა ამოიფრქვა

97

სიცილიაზე ვულკანი ეტნა კიდევ ერთხელ ამოიფრქვა. ამის შესახებ სააგენტო ANSA წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ვულკანიდან ფერფლი 1 კილომეტრის სიმაღლეზე იფრქვევა.

ფერფლისა და კვამლის გამო ადგილობრივმა აეროპორტმა მუშაობა შეაჩერა. ხელისუფლების ინფორმაციით, ამოფრქვევა ადგილობრივებისთვის საფრთხეს არ წარმოდგენს.

ეტნა ევროპის ყველაზე მსხვილი მოქმედი ვულკანია.

ბოლო წლების განმავლობაში ამოფრქვევები რამდენიმე თვეში ერთხელ ხდება, თუმცა მათ რაიმე სერიოზული ზიანი არ მოჰყვება.

ეტნა 3 330 მეტრის სიმაღლისაა და ევროპის ყველაზე მაღალი და აქტიური ვულკანის სტატუსს ატარებს. ვულკან ეტნაზე დიდი აფეთქება 1992 წელს მოხდა.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი