კულტურამოზაიკამსოფლიორეგიონისაქართველოსიახლეები

დემნა გვასალია წლის აქსესუარების დიზაინერი გახდა

ქართველი დიზაინერი დემნა გვასალია წლის საუკეთესო აქსესუარების დიზაინერი გახდა. ბრიტანეთში გამართულ ყოველწლიურ დაჯილდოვებაზე ბალენსიაგას მოდის სახლის დირექტორი ორ ნომინაციაში იყო წარდგენილი – „წლის ბრენდი“ და „წლის აქსესუარების დიზაინერი“. „წლის ბრენდის“ ჯილდოს მფლობელი „გუჩი“ გახდა.

ნომინაციაში „წლის აქსესუარების დიზაინერი“ დემნასთან ერთად GUCCI-ის, LOEWE-ის, PRADA-ს და Dior-ის მოდის სახლები იბრძოდნენ.

დაჯილდოების ცერემონია 10 დეკემბერს ლონდონში, „როიალ ალბერტ-ჰოლში“ გაიმართა.

დემნა გვასალია სოხუმიდანაა. მან მშობლიური ქალაქი ომის პერიოდში დატოვა, როცა ათი წლის იყო. ის დღეს მსოფლიოში ერთ-ერთ გამორჩეულ და გავლენიან დიზაინერად ითვლება.

დემნა ბრენდ Vetements-ის დამფუძნებელია. მისი კოლექციების ნაწილი რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის თემატიკას ეძღვნება.

დიზაინერმა 2019 წლის კოლექცია ინსტაგრამზე მავთულხლართების ფოტოთი წარმოადგინა.

აქ ასევე ნახავთ ფოტოს, სადაც პოდიუმზე შავნიღბიანი და შარვალზე ჯაჭვებშებმული მოდელები დგანან.

მსგავსი პოსტები

Back to top button