კულტურამოზაიკა

MEEK MILL-ი ახალ ვიდეო რგოლს ავრცელებს [ვიდეო]

პოპულარული ჰიპ ჰოპ შემსრულებელი, Meek Mill-ი ჩანაწერზე Intro გადაღებულ ვიდეორგოლს ავრცელებს. ინსტრუმენტალის ავტორი პროდიუსერი Papamitrou გახლავთ, ცნობილი მუსიკოსის, ფილ კოლინსის ნამუშევრის In The Air Tonight სემპლია გამოყენებული. ტრეკი ფილადელფიელი რეპერის ახალგავრცელებული ალბომის Championships სინგლია.

 

 

 

შეგახსენებთ: MEEK MILL-მა მუსიკალური კარიერა 2000-იან წლებში დაიწყო. მისი პირველი ალბომი Dreams & Nightmares 2012 წელს გამოვიდა, კომერციულად საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა და მალევე გახდა ოქროს სტატუსის მფლობელი. შარშან არტისტმა ალბომი Wins & Losses გამოუშვა, რომლის ერთ-ერთი გამორჩეული ნამუშევარი, Issues გახლავთ. ასევე, არტისტი ჰიპ ჰოპ გაერთიანების Maybach Music Group წევრიც გახლავთ.

მსგავსი პოსტები

Back to top button