კრიმინალიმსოფლიოსიახლეები

მონაზვნებმა მოპარული 500 ათასი დოლარი კაზინოებში დახარჯეს

ამერიკელი მონაზვნები მერი კრუპერი და ლანა ჩანგი წმინდა ჯეიმსის სახელობის სკოლისთვის განკუთვნილი საქველმოქმედო ფონდიდან თანხას ათწლეულების განმავლობაში იპარავდნენ, – ამის შესახებ ამერიკული მედია იუწყება.

მონზავნები მოპარულ თანხას თანხას მოგზაურობასა და კაზინოებში ხარჯავდნენ.

სასულიერი პირები ლონ-ანლეჯესში, წმინდა ჯეიმსის სახელობის კათოლიკურ სკოლაში მუშაობდნენ. მერი კრუპერს წმინდა ჯეიმსის სახელობის სკოლაში 29 წლის განმავლობაში დირექტორის პოზიცია ეკავა. ლანა ჩანგი კი, 20 წელი მასწავლებლად მუშაობდა.

წლების განმავლობაში სკოლიდან მოპარული თანხის საერთო რაოდენობამ 500 ათას დოლარს მიაღწია.

ლოს-ანჯელესის ეპარქიამ მონაზვნების დანაშაულებრივი ქმედებების შესახებ კათოლიკური სკოლების ყოველწლიური შემოწმების დროს შეიტყო და შესაბამის უწყებებს აცნობა. მოგვიანებით, სასულიერო პირებმა დანაშაული აღიარეს და განაცხადეს, რომ სკოლის ფონდიდან თანხის მოპარვას ძალიან ნანობენ.

წმინდა ჯეიმსის სახელობის სკოლის პასტორი აცხადებს, რომ ადმინისტრაციას არ სურს მონაზვნების წინააღმდეგ სამართლებრივი დევნა განხორციელდეს. ამასთან ადმინისტრაციაში დასძინეს, რომ დანაშაულებრივ სქემაში სხვა მონაზვნები გარეულები არ ყოფილან.

მსგავსი პოსტები

Back to top button