მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

კანონპროექტი, რომელიც მარგველაშვილის თანამშრომლების გათავისუფლებას ამარტივებს

მმართველი გუნდი სახელდახელო საკანონმდებლო ცვლილებებს ამზადებს, რომელიც სალომე ზურაბიშვილს საშუალებას მისცემს, პრეზიდენტის ადმინისტრაციის 160 თანამშრომელი სახლში კომპენსაციისა და ახსნა განმარტებების გარეშე გაუშვას და ახალი თანამშრომლებიც ყოველგვარი კონკურსის გარეშე მიიღოს.

ცვლილება “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 58-ე მუხლში შედის და მისი მიხედვით, ადმინისტრაციის ყველა თანამშრომელი ვალდებული იქნება, გააფორმოს ადმინისტრაციული ხელშეკრულება და შესაბამისად, ისინი აღარ ჩაითვლებიან საჯარო მოხელეებად.

აღნიშნული კანონპროექტი საპროცედურო კომიტეტის სხდომაზე უნდა განხილულიყო, თუმცა, ის გადაიდო.
საკანონმდებლო ცვლილებებს, რომელიც სალომე ზურაბიშვილს საშუალებას მისცემს, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყველა თანამშრომელი ყოველგვარი გაფრთხილებისა და კომპენსაციის გარეშე გაათავისუფლოს, ოპოზიცია ეხმაურება.

ენმ-ის წევრი აცხადებს, რომ კანონპროექტი, რომელიც პარლამენტმა უნდა განიხილოს, მიმართულია იმისკენ, რომ ახლადარჩეულ პრეზიდენტმა შეძლოს, საკუთარი ახლობლებით დააკომპლექტოს ადმინისტრაცია.

ანალოგიური პოზიცია აქვს ევროპულ საქართველოსაც. ხათუნა გოგორიშვილი აცხადებს, რომ კანონპროექტი ითვალისწინებს იმას, რომ სალომე ზურაბიშვილმა, ყოველგვარი კონპესაციის გარეშე, გაათავისუფლოს თანამშრომლები.

მოისმინეთ რომან გოცირიძის და ხათუნა გოგორიშვილის კომენტარები.

მმართველ გუნდში განმარტებები ჯერ არ გაუკეთებიათ.

მსგავსი პოსტები

Back to top button