Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

რეკლამა

სამაუწყებლო კომპანია საქართველოს სარეკლამო ბაზარზე წარმოდგენილია სამი რადიოსადგურით: რადიო ჰერეთი FM102.8(კახეთის რეგიონი) , რადიო თბილისი FM93.5 (დედაქალაქი და მისი შემოგარენი) და რადიო ციტრუსი FM97.3 (ბათუმი)

►სამაუწყებლო კომპანიას მსმენელი ნდობას მრავალი წელია უცხადებს, მაგალითად კახეთში TNS Georgia- ს კვლევის მიხედვით, ჰერეთს ჰყავს ექსკლუზიური და ლოიალური, ერთგული მსმენელი. 2018 წელის კონტენტის კვლევის შედეგების მიხედვით, რომელიც გაერომ, ევროკავშირმა და ინტერნიუსმა გამოაქვეყნა ჰერეთი ერთადერთი კომერციული რადიომაუწყებელია რომლის ახალი ამბები მიუკერძოებელი, სიღრმისეული და კრიტიკულია.

რადიო ჰერეთი მრავალი წელია კახეთში ლიდერ პოზიციას იკავებს და პირველობას არ უთმობს არცერთ სხვა ქართულ რადიოსადგურს. 

ჰერეთი მუდმივად აკვირდება მსმენელის გემოვნებას, სურვილებს და საჭიროებებს.

ჰერეთი კახეთში სარეკლამო თვალსაზრისით ადგილობრივი და მსხვილი კომპანიების ბიზნესპარტნიორია. გარდა იმისა, რომ ჰერეთის ეთერში მათი რეკლამა გადის, ჩვენი მარკეტინგის ჯგუფი მათ კონსულტაციებსაც უწევს, რაც წარმატებული სარეკლამო კამპანიის გარანტია.

რადიოსადგურების  ჰერეთისა და თბილისის პროფესიონალი კადრებით დაკომპლექტებული მარკეტინგის სამსახური ზუსტად შეგირჩევთ სარეკლამო კამპანიის სტილს, დროს და სიხშირეს;                                     

ჩვენი მიზანია სარეკლამო კამპანია ზუსტად მოვარგოთ თქვენს სურვილებს და მიზნობრივ აუდიტორიას. 

ჩვენ ვყიდით რეკლამას და არა ახალ ამბებს.

მზად ვართ ნებისმიერი ერთობლივი პროექტის და იდეის განხორციელებისთვის!

დარეკეთ: 032 20 33 935  ან  577 50 10 28,  599 995 935 

რადიო ჰერეთი