გავრცელება

სამაუწყებლო კომპანია ჰერეთი საქართველოში ოპერირებს 4 რადიოსადგურით: რადიო ჰერეთი FM102.8, (კახეთი) რადიო თბილისი FM93.5 (დედაქალაქი), რადიო ციტრუსი FM97.3 (ბათუმი) და ინტერნეტ რადიო RelaxWebRadio

რადიო ჰერეთის დაფარვის ზონა კახეთის რეგიონს და აზერბაიჯანის დასავლეთ ნაწილს მოიცავს. კახეთში “ჰერეთის” მაუწყებლობა ვრცელდება FM 102.8 MHz ტალღაზე – ლაგოდეხი, წნორი,სიღნაღი, გურჯაანი, ყვარელი, დედოფლისწყარო, თელავი, საგარეჯო. ახმეტა. ასევე დასავლეთ აზერბაიჯანს – ბელაქანი, ზაქათალა, კახი.

რადიო “ჰერეთის” მოსმენა შესაძლებელია როგორც ინტერნეტით,ასევე Apple -სა და Android -ის სმარტფონების მეშვეობით მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

რადიო “თბილისის” FM93.5  დაფარვის ზონა მოიცავს სრულიად თბილისსა და მის შემოგარენს. ქალაქებს რუსთავსა და მცხეთას, კახეთის რეგიონს: საგარეჯოს, გურჯაანის, დედოფლისწყაროს რაიონის და ლაგოდეხის რიგ სოფლებს.

რადიო “თბილისის” FM93.5 მოსმენა შესაძლებელია ასევე ინტერნეტში.

კომპანიამ 8 წლიანი ბრძოლის შემდეგ, 2015 წლის 16 ივლისს, ქ. თბილისში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზია მოიპოვა ტალღაზე FM93.5 და საცდელი მაუწყებლობა 2015 წლის 1 სექტემბერს გაუშვა.

რადიო ციტრუსი FM97.3 ბათუმიდან 2019 წლის 24 აგვისტოდან მაუწყებლობს და არის პირველი კერძო საერთო მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელი რადიოსადგური, “ციტრუსი” მაუწყებლობა ჯერჯერობით ვრცელდება ბათუმსა და შემოგარენში, სარფში მახინჯაურში, შეკვეთილში, ქობულეთსა და ურეკში.

www.relaxwebradio.com  – მაუწყებლობს ინტერნეტში და სმარტფონ აპლიკაციებზე.

რადიოსადგურების დაფარვის არეალში 3 მილიონამდე პოტენციური მსმენელია.

Back to top button