ევროპის ჩემპიონატზე საქართველო-ჩეხეთის ნაკრებებს შორის მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე F ჯგუფის მეორე ტურის მატჩში ჩეხეთის ნაკრებთან ფრედ, 1:1 ითამაშა. პირველი ტაიმის კომპენსირებულ მესამე წუთზე ჟორჟ მიქაუტაძემ თერთმეტმეტრიანით დააწინაურა საქართველოს ნაკრები 1:0. ანგარიში 59-ე წუთზე გაათანაბრა პატრიკ შიკმა. მატჩი გაიმართა ჰამბურგში, „ფოლკსპარკშტადიონზე“. საქართველოსა და ჩეხეთის ნაკრებები ისტორიაში პირველად შეხვდნენ ერთმანეთს. ჩეხეთის ნაკრებმა მრავალი სახიფათო მომენტი შექმნა საქართველოს ნაკრების საჯარიმო მოედანზე, … ვრცლად ევროპის ჩემპიონატზე საქართველო-ჩეხეთის ნაკრებებს შორის მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა