„ჰამასის“ მიერ აყვანილი მძევლების გათავისუფლების შესახებ ეგვიპტეში მოლაპარაკებების ახალი ეტაპი გაიმართება
ახლო აღმოსავლეთში ომი გრძელდება

“ჰამასის” მიერ აყვანილი მძევლების გათავისუფლებაზე მოლაპარაკებების ახალი ეტაპი ეგვიპტეში გაიმართება. ამის შესახებ ეგვიპტის ოფიციალურმა პირებმა Associated Press განუცხადეს.
მედიის ცნობით, კაიროში, მძევლების გათავისუფლების შესახებ მოლაპარაკებების ჩასატარებლად, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ანტონი ბლინკენი ხვალ ჩავა, ისრაელის დელეგაცია კი უკვე ჩავიდა და მძევლების გათავისუფლების შესახებ ახალი შეთანხმების მისაღწევად მოლაპარაკებებს გამართავს.
შეგახსენებთ, რომ მანამდე, მძევლების გაცვლის მოლაპარაკებების მცდელობები გასულ კვირას ბეირუთში “ჰამასის” მაღალი თანამდებობის პირის მკვლელობის გამო შეფერხდა.
ამასთან გასული წლის ნოემბერში, ერთკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დროს „ჰამასმა“ მძევლების დაახლოებით ნახევარი გაათავისუფლა.
გარდა ამისა ახლო აღმოსავლეთში ომი გრძელდება. ბოლო 24 საათის განმავლობაში, ღაზის სექტორში სულ მცირე 126 პალესტინელი დაიღუპა, 241 კი დაშავდა. დაზიანებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.
ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ მათი თავდასხმის შედეგად “ჰეზბოლას” უფროსი მეთაური ლიკვიდირებულია, რომელიც ათობით საჰაერო თავდასხმაზე იყო პასუხისმგებელი. შეტევის შედეგად დაღუპულია ჰეზბოლას სხვა წევრებიც.