კრემლის ლიდერი ხერსონისა და ლუგანსკის ოლქებში სამხედრო შტაბებს ეწვია

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ხერსონის ოლქში ჩავიდა და დნეპრის ჯარების ჯგუფის შტაბ-ბინა მოინახულა. ამის შესახებ ინფორმაციას კრემლი ავრცელებს, თუმცა მისი ვიზიტის თარიღს არ მიუთითებს. “ვლადიმერ პუტინმა ხერსონის რეგიონში დნეპრის ჯარების ჯგუფის შტაბ-ბინაში მოისმინა საჰაერო სადესანტო ძალების მეთაურის, გენერალ-პოლკოვნიკი მიხაილ ტეპლინსკის, დნეპრის ჯარების ჯგუფის მეთაურის, გენერალ-პოლკოვნიკ ოლეგ მაკარევიჩის და სხვა სამხედრო ლიდერების მოხსენებები”, – აღნიშნულია განცხადებაში. … ვრცლად კრემლის ლიდერი ხერსონისა და ლუგანსკის ოლქებში სამხედრო შტაბებს ეწვია