ნაკლებად სავარაუდოა, რომ ბელარუსი უკრაინაში შეიჭრას-ISW
რუსეთმა ბელარუსში, უკრაინის საზღვართან ახლოს სამხედროები გადაისროლა

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ცნობით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ბელარუსი უკრაინაში შეიჭრას.
“კრემლის ზეწოლა ბელარუსზე, რათა მხარი დაუჭიროს რუსეთის აგრესიას უკრაინაში, არის გრძელვადიანი ძალისხმევის ნაწილი, რომელიც მიზნად ისახავს ბელარუსზე შემდგომი კონტროლის უზრუნველყოფას”, – ნათქვამია განცხადებაში.
ამერიკელი ექსპერტების თქმით, რუსეთი ცდილობდა ბელარუსში მუდმივი სამხედრო ბაზის შექმნას და ბელარუსის არმიაზე პირდაპირი კონტროლის დამყარებას. ამასთან, რეგულარულად ცდილობდა გამოეყენებინა თავისი გავლენა ბელარუსის უსაფრთხოებაზე და სამხედრო საქმეებზე ბელარუსზე ზეწოლისთვის, რათა მხარი დაუჭიროს მის შეჭრას უკრაინაში.
“ბელარუსი უკრაინაში, ქვეყნის შიდა დინამიკის გამო, სავარაუდოდ, აღარ შეიჭრება. ლუკაშენკო, სავარაუდოდ, აცნობიერებს, რომ უკრაინაში შეჭრა ძირს უთხრის მისი, როგორც სუვერენული ქვეყნის ლიდერის ავტორიტეტს”, – განაცხადა ომის კვლევის ინსტიტუტმა.
ამერიკელი ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ ლუკაშენკო მნიშვნელოვნად მეტ ჯარს შეიყვანს უკრაინაში თავდასხმისთვის, ბელარუსის არმია მაინც იქნება მცირე ძალა, რომელიც მნიშვნელოვან ოპერაციულ წარმატებას ვერ მიაღწევს.
რუსეთმა ბელარუსში, უკრაინის საზღვართან ახლოს სამხედროები გადაისროლა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული გამოცემა UNIAN ავრცელებს.
მათივე ცნობით, რუსი სამხედროების კოლონები სამხედრო აღჭურვილობასთან ერთად, ბრესტის ბაზის მიმართულებით გადაადგილდებიან.
ომის მონიტორინგის ბელარუსული ჯგუფის ინფორმაციით, რუსებმა უკრაინის საზღვარზე გადაისროლეს 4 მძიმე ტექნიკის გადასაადგილებელი მანქანა, რომელიც T-80-ის ტიპის ტანკებით არის დატვირთული, მათ ასევე გადააქვთ ნაღმტყორცნების ელემენტები, საკომუნიკაციო მანქანები და საინჟინრო აღჭურვილობა.
მონიტორინგის ჯგუფი ასევე წერს, რომ დღეს, 12 დეკემბერს, რუსების პირველი კოლონა უკვე გადაადგილდა ობუზ-ლენსოვსკის სავარჯიშო ბაზაზე.
ცნობისთვის, დღეს ომის კვლევის ინსტიტუტმა სადაზვერვო სამსახურმა ბელარუსელი ჯარისკაცების ომში ჩართვის შესაძლებლობასთან დაკავშირებით განცხადება გამოაქვეყნა. მათი თქმით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ბელარუსი უკრაინაში შეიჭრას, თუმცა თუ ეს მოხდება ისინი რაიმე მნიშვნელოვან წარმატებას ვერ მიაღწევენ.