რუსებმა საქართველოში დასვენება ვერ მოასწრეს-რუსულმა საკრუიზო ლაინერმა ბათუმის პორტი პროტესტის ფონზე დატოვა

სოჭიდან წამოსულმა საკრუიზო ლაინერმა Astoria Grande, ბათუმის პორტი ხმაურისა და პროტესტის ფონზე დატოვა. აქციის მონაწილეებმა საქართველოსა და უკრაინის ჰიმნები შეასრულეს. ბათუმის პორტში შეკრებილი იყვნენ როგორც რიგითი მოქალაქეები, ასევე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები. ისინი სოჭიდან წამოსული საკრუიზო ლაინერის ბათუმის პორტში შემოსვლას აპროტესტებდნენ. აქციის მონაწილეები სკანდირებდნენ: „აფხაზეთი საქართველოა“, „რუსეთი ოკუპანტია“, დატოვეთ ჩვენი ქვეყანა” “არა გარუსების პოლიტიკას! საქართველოს მთავრობას … ვრცლად რუსებმა საქართველოში დასვენება ვერ მოასწრეს-რუსულმა საკრუიზო ლაინერმა ბათუმის პორტი პროტესტის ფონზე დატოვა