რუსეთის ქალაქ ტაგანროგის ცენტრში “სავარაუდოდ რაკეტა” აფეთქდა

რუსეთში, როსტოვის ოლქის ქალაქ ტაგანროგში ძლიერი აფეთქება მოხდა, დაშავდა 12 ადამიანი – ინფორმაციას BBC როსტოვის ოლქის გუბერნატორ, ვასილ გოლუბევზე დაყრდნობით ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, ტაგანროგის ცენტრში “სავარაუდოდ, რაკეტა აფეთქდა”. აფეთქებამ შენობების დაზიანება გამოიწვია. ნანგრევების ქვეშ შესაძლოა ადამიანები იმყოფებოდნენ. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.