სამგზავრო ბარათის გაყიდვა დიზაინის გამო გაჩერდა

თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტის ახალი სამგზავრო ბარათების გაყიდვა დიზაინის შეცვლის მიზნით, ერთი დღით შეჩერდა. რადიო თბილისს, თბილისის მერიის სატრანსპორტო სამსახურში განუცხადეს, რომ შეჩერების მიზეზთან დაკავშირებით განცხადებას ბარათის დამზადებელი “საქართველოს ბანკი” დღის განმავლობაში გაავრცელებს. “საქართველოს ბანკის შეცდომაა და გამოასწორებენ, განცხადებასაც გაავრცელებენ.მერიამ ბარათის სხვა დიზაინი მისცა და სავარაუდოდ დიზაინერის შეცდომაა” მათი თქმით, გაყიდვა ხვალიდან, 10 იანვრიდან ისევ გაგრძელდება. … ვრცლად სამგზავრო ბარათის გაყიდვა დიზაინის გამო გაჩერდა