საქართველოს პრეზიდენტი 6 თებერვალს პარლამენტს წლიურ ანგარიშს წარუდგენს

6 თებერვალს სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის წინაშე ანგარიში უნდა წარადგინოს. აღნიშნული თარიღი რეგლამენტით არის განსაზღვრული. რეგლამენტში ნათქვამია, რომ პარლამენტი საგაზაფხულო სესიის პირველი პლენარული სხდომის დღეს, საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, ისმენს პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე. აღნიშნული თარიღის შეცვლა შესაძლებელია პარლამენტის თავმჯდომარესთან შეთანხმებით. რეგლამენტის მიხედვით, პრეზიდენტის გამოსვლის დასრულების შემდეგ სიტყვით გამოდიან ფრაქციათა თავმჯდომარეები და საპარლამენტო უმრავლესობის … ვრცლად საქართველოს პრეზიდენტი 6 თებერვალს პარლამენტს წლიურ ანგარიშს წარუდგენს