სტიქია კახეთში- სეტყვის შედეგად განადგურებულია ვენახი და სახნავ-სათესი მიწები

სტიქია კახეთში- ძლიერმა სეტყვამ ყვარლის მუნიციპალიტეტი დააზარალა. ადგილობრივების ინფორმაციით, სეტყვისგან განადგურებულია სასოფლო- სამეურნეო სავარგულები, დაზიანებულია ასობით ჰექტარი ვენახი. ქალაქ ყვარელში ძლიერმა ქარმა მრავალწლოვანი ხეები მოგლიჯა და ავტომობილებით გადაადგილება შეაფერხა. ამ წუთებში ადგილზე სახანძრო- სამაშველო ბრიგადები მუშაობენ და გზის გაწმენდით სამუშაოებს აწარმოებენ. სტიქიის ზონაში მერიის შესაბამისი სამსახურები მუშაობენ.