კალიფორნიაში ევთანაზია დააკანონეს

კალიფორნიის გუბერნატორმა ჯერი ბრაუნმა ხელი მოაწერა კანონპროექტს, რომლის თანახმად, უკურნებელი სენით დაავადებულ ადამინებს ევთანაზიის მოთხოვნის უფლება კანონიერად ეძლევათ.

კალიფორნიის კანონის თანახმად, დადებითი გადაწყვეტილების მიღება 2 ექიმის კონსილიუმის შედეგად ხდება, როცა პაციენტს სიკვდილამდე 6 თვე რჩება, ის ჯანსაღ გონებაზე იმყოფება და მეხსიერება არ დაუკარგავს.

აშშ-ში ევთანაზია დაკანონებულია: მონტანაში, ორეგონში, ვერმონტსა და ვაშინგტონში, ხოლო ევროპაში – ბელგიაში, ჰოლანდიასა და შვეიცარიაში.

ევთანაზია – სამედიცინოდახმარებისგზით ადამიანის მოკვდინების პრაქტიკაა.

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”19720″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]

მსგავსი პოსტები

Back to top button