ტიკარაძე: პატრიარქმა დამლოცა ჩემს მომავალ გზაზე

ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ეკატერინე ტიკარაძე, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს შეხვდა. ამის შესახებ ტიკარაძემ მედიასთან განაცხადა. თქვა, რომ იმყოფებოდა პატრიარქთან, მის მოადგილესთან – თამარ გაბუნიასთან ერთად. “ეს ჩვეული წესია, გუშინ იყო ბარბარობა, პატრიარქმა დამლოცა ჩემს მომავალ გზაზე… სხვა საუბარი არ ყოფილა,”- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ. რადიო ჰერეთის ინფორმაციით, ტიკარაძის კანდიდატურა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე განიხილება. წაიკითხეთ ასევე 👇 პრემიერ-მინისტრი შესაძლოა … ვრცლად ტიკარაძე: პატრიარქმა დამლოცა ჩემს მომავალ გზაზე