ლაგოდეხის საკრებულოს აპარატის უფროსმა ჟურნალისტ დავით ჭაბაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა
რადიო “ჰერეთის” ჟურნალისტს დავით ჭაბაშვილს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს აპარატის უფროსმა გიორგი მესხიშვილმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
დავით ჭაბაშვილი ამბობს, რომ “სხდომის მიმდინარეობის დროს ტელეფონზე დაურეკეს და იმის გამო, რომ საკრებულოს მუშაობაში ხელი არ შეეშალა, სხდომათა დარბაზი დატოვა, რა დროსად მას საკრებულოს აპარატის უფროსი გიორგი მესხიშვილი დაედევნა, ქურთუკში ხელი მოკიდა და შეაჯანჯღარა; თან უთრა, რომ საკრებულოს რეგლამენტს არღვევა და დეპუტატებს მუშაობაში ხელს უშლიდა”. გიორგი მესხიშვილს “ქართული ონცების” დეპუტატი ვახტანგ სარალიძეც გამოესარჩლა და ჟურნალისტს რეგლამენტის დაცვისკენ მოუწოდა.
დავით ჭაბაშვილის ხმა ►
გიორგი მესხიშვილი მომხდარზე განმარტებას არ აკეთებს.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე კახა ჯამბურია კი ამბობს, რომ რეგლამენტი ჟურნალისტს საკრებულოს სხდომაზე გადაადგილების საშუალებას არ უზუღუდავს.
კახა ჯამბურიას თქმით, გიორგი მესხიშვილს სიტყვიერ საყვედურს გამოუცხადებს. საკრებულოს თავმჯდომარის თქმითვე, “არ არის სასიამოვნო, როდესაც ჟურნალისტს პროფესიული საქმიანობის შესრულების დროს ხელს უშლიან”. ჯამბურია იმედოვნებს, რომ მსგავი შემთხვევა მომავალში აღარ მოხდება.
კახა ჯამბურიას ხმა ►