რადიო ჰერეთი FM102.8

ეს არის კერძო, დამოუკიდებელი მედია, რომელიც ფლობს 4 რადიოსადგურს საქართველოში: ჰერეთი, თბილისი, ციტრუსი და Relaxwebradio. ვებგვერდებს, აპლიკაციებსა და სოციალური ქსელის პლატფორმებს.

ჩვენ ვართ მედია ბიზნესი, რომელიც მზარდად ვითარდება და ეხმარება ადამიანებს მიუკერძოებელი, ობოექტური, ამავდროულად კრიტიკული და პროაქტიული ახალი ამბების მიღებაში.

“ჰერეთის”, როგორც ბრენდის შექმნა, უკავშირდება მრავალფეროვნებას, დემოკრატიულობას, ეროვნულ მთლიანობას. ამ მიზნის მიღწევაში რადიოს ხელს უწყობს თავად სახელიც, რომელიც საქართველოს ერთ-ერთ ძველ კუთხეს, ჰერეთს გვახსენებს.

ჩვენ ვართ ნარინჯისფერები. სიახლის, თავისუფლების, თავდაჯერებულობის, შეუდრეკელობის, სასიცოცხლო ძალების, მზისა და სითბოს, ინტელექტისა და განვითარების სიმბოლო.

“ჰერეთის” დამფუძნებლებს ურთულეს პირობებში, პროვინციაში უწევდათ დამოუკიდებელი მედიის შექმნა და განვითარება, თუმცა რადიოს თანამშრომელთა გუნდურობამ და მსმენელში პოპულარობამ “ჰერეთი” განვთარების ახალ ეტაპებზე გადაიყვანა.

დღეს ჰერეთი ოპერირებს როგორც კახეთის რეგიონში ასევე დედაქალაქსა და აჭარაში. იქ სადაც მსხვილი ფინანსური ინსტიტუტებია თავმოყრილი.

ჩვენი უახლესი გამოწვევებია ბათუმის სტუდიის აქტიური ამუშავება, მეტი ინტეგრაცია რადიოსადგურებს შორის და მდგრადობა ციფრულმედიასივრცეში.

Back to top button