fbpx
Hereti FM

საქართველოში პირველი ივლისიდან გლობალური ინტერნეტის ფასი შემცირდება

73
Share Button

კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ საქართველოში გლობალურ ინტერნეტზე ზედა ზღვრული ტარიფი. როგორც კომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, 2019 წლის პირველი ივლისიდან ერთ მბ/წმ ფასი  32 ლარიდან ცხრა ლარამდე შემცირდება. კომისიის თქმით, გადაწყვეტილება ფიქსირებული და მობილური სატელეკომუნიკაციო ბაზრის კვლევის შედეგად იქნა მიღებული.

„პირველი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება გლობალური ინტერნეტის საბითუმო ბაზარს ეხება, საბითუმო მომსახურებაზე კომისიამ გლობალური ინტერნეტის ფასი რადიკალურად შეამცირა და ზედა ზღვრული ტარიფი დაადგინა. 2019 წლის პირველი ივლისიდან ერთ მბ/წმ ფასი  32 ლარიდან ცხრა ლარამდე შემცირდება.  რაც შეეხება საცალო მომსახურეობის ბაზრის სეგმენტებს, კომისიის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად, აღნიშნული ბაზარი კონკურენტულია და რეგულაციის დაწესების საჭიროება არ გამოვლინდა”, – ნათვქამია განცხადებაში, სადაც აგრეთვე აღნიშნულია, რომ ხმოვან საცალო მომსახურებაზე არსებული ზედა ზღვრული 24 თეთრიანი ტარიფი უქმდება.

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი