მნიშვნელოვანისაქართველო

2008 წლის აგვისტოს ომიდან 11 წელი გავიდა

11 წელი აგვისტოს ომიდან – 2008 წლის ჯერ კიდევ 5 აგვისტოს როკის გვირაბის ჩრდილოეთით, რუსეთის მხარეს სამხედრო მძიმე ტექნიკის ათასობით ერთეული და ათასობით ჯარისკაცი იყო მობილიზებული და საქართველოში შემოსვლას ელოდებოდა. მათ ნაწილს კი გვირაბი უკვე გადმოკვეთილი ჰქონდა და საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფებოდა.

მიუხედავად ამისა, კრემლი დღესაც ამტკიცებს, რომ 8 აგვისტოს იძულებული გახდა ცხინვალის მოსახლეობა ქართველებისგან დაეცვა. 5 დღიანი ომის შედეგად საქართველოს 100 ათასზე მეტი მოქალაქე გახდა დევნილი, დაიჭრა 1800-მდე ადამიანი, დაიღუპა 170 ქართველი სამხედრო, 14 პოლიციელი და 300-მდე სამოქალაქო პირი.

რუსეთ-საქართველოს ომის პერიოდში ჩადენილ შესაძლო, სამხედრო დანაშაულს იძიებს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის, ფატუ ბენსუდას ოფისი.

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონსა და დანარჩენ საქართველოს შორის ე.წ. საზღვარი ჩაკეტილია. გადაწყვეტილება ე.წ. სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტმა აგვისტოს ომის წლისთავთან დაკავშირებით მიიღო. განცხადებაში ნათქვამია, რომ „გამშვები პუნქტების მუშაობა 9 აგვისტოს დილის 06:00 საათზე ჩვეულ რეჟიმში განახლდება“.

მსგავსი პოსტები

Back to top button