სიღნაღში სამი სახლი დაიწვა [Photo]
სიღნაღში წუხანდელი ხანძრის შედეგად სამი საცხოვრებელი სახლი დაიწვა.
დაზარალებულმა მოსახლეობამ საყოფაცხოვრებო ნივთების მხოლოდ ნაწილის გადარჩენა მოახერხა.
ერთ-ერთი დამწვარი სახლი ამერიკელ ბიზნესმენს, ჯონ ვუდერმანს ეკუთვნის. ჯონის განცხადებით, წინასწარი ინფორმაციით, მას 300 000 ლარამდე ზარალი მიადგა.
ცეცხლის ლოკალიზებას რეგიონის და თბილისის სახანძრო-სამაშველო სამსახურები თითქმის 4 საათი ცდილობდნენ. ხანძრის გამომწვევი მიმზეზი ამ დრომდე უცნობია. მიმდინარეობს გამოძიება. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”25181″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]