ვარაუდობენ რომ ლაგოდეხში დაკარგული 3 პირი დაღესტანში დააკავეს
ვარაუდობენ, რომ ლაგოდეხში, მდინარე კაბალის ხეობაში 28 დეკემბერს დაკარგული 3 პირი დაღესტანში დააკავეს – დაკარგულთა ოჯახებს ასეთი ინფორმაცია მიაწოდეს, თუმცა მათ დაზუსტებით უჭირთ იმის თქმა, არიან თუ არა იქ დაკავებულები მათი ოჯახის წევრები.
რადიო “ჰერეთი” ინფორმაციის გადამოწმებას სოფლის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულთან შეეცადა. მამუკა ჩადუნელი ამბობს, რომ ინფორმაცია დასაზუსტებელია და ჯერ-ჯერობით გადაჭრით არაფრის თქმა არ შეუძლია. იგივეს ამბობს ლაგოდეხის გამგებელი კახა ჯამბურიაც.
შს სამინისტრო სამი მამაკაცის ადგილსამყოფელის დადგენას 29 დეკემბრიდან ცდილობს. სამუშაოებს შს სამინისტროს ვერტმფრენი და სამაშველო სამსახურის ჯგუფები ახორციელებენ.