ვინ მიიტაცა მიწები და რა ფაქტები არსებობს [რეპორტაჟი]
ლაგოდეხის გამგებელი კახა ჯამბურია ყოფილ დეპუტატს გურამ კაკალაშვილს დიდი ოდენობით მიწების მითვისებაში ადანაშაულებს.
საქმე ეხება პერიოდს, როცა მმართველობაში “ნაციონალური მოძრაობა” იყო. ყოფილი ხელისუფლების მიმართ პრეტენზიები აქვს ფერმერ დავით ლომიძესაც. ის ზეწოლაზე საუბრობს.
ბრალდებების ადრესატი გურამ კაკალაშვილი კი სასამართლოში ჩივილს აპირებს.
მხარეთა არგუმენტები – სოფო სარალიძის რეპორტაჟში