Hereti FM

პარლამენტის დაფინანსება 2 მილიონ 600 ათასზე მეტით იზრდება

324
Share Button

ქვეყნის მთავარი ფინანსურ დოკუმენტის პროექტის მიხედვით, მომავალ წელს პარლამენტის დაფინანსება 2 მილიონ 600 ათას ლარზე მეტით იზრდება.

ბიუჯეტის განხილვა საკანონმდებლო ორგანოში დღეს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში იგეგმება. პროექტის მიხედვით,
იზრდება შრომის ანაზღაურება თითქმის მილიონ 700 ათასი ლარით, თუმცა მომუშავეთა რიცხვი უცვლელი რჩება.

ბიუჯეტის პროექტი დეპუტატებმა ადამიანის უფლებათა დაცვისა და თავდაცვის კომიტეტებში უკვე განიხილეს.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები 2019 წლის ბიუჯეტის პროექტს მხარს უჭერენ, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ მისასალმებელია თავდაცვის მიმართულებით ბიუჯეტის გაზრდა. ოპოზიციაში კი აცხადებენ, რომ ამ ბიუჯეტის მიხედვით მხოლოდ სახელფასო ფონდი იზრდება.

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი