მნიშვნელოვანისაქართველო

დაკავებულია 8 წლის ბავშვის მკვლელობაში ეჭვმიტანილი

პოლიციელებმა დააკავეს ახალგაზრდა მამაკაცი ი.ნ რომელიც ეჭვმიტანილია გორში 8 წლის გოგონას მკვლელობაში.

დანაშაულის მოტივი ჯერჯერობით უცნობია. წინასწარი ინფორმაციით, დაკავებული პირი დანაშაულის ადგილის მახლობლად, ერთ-ერთ მშენებლობაზე მუშაობდა.

გორის პოლიციასთან მივიდნენ მოკლული ბავშვის ოჯახის წევრები, რომლებიც სამართალდამცავებისგან მოითხოვდნენ დაკავებულის კონკრეტული ვინაობის დასახელებას.

გორში, 8 წლის გოგონა 25 ოქტომბერს დღისით გაუჩინარდა. იმავე ღამით, ბავშვის ცხედარი მდინარე ლიახვის ნაპირზე აღმოაჩინეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო სისხლის სამართლის საქმეს იძიებს წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით.

მსგავსი პოსტები

Back to top button