Hereti FM

მექსიკაში ნავთობსადენი აფეთქდა

95
Share Button

მექსიკაში ნავთობსადენზე მომხდარი აფეთქების შედეგად სულ მცირე 21 ადამიანი დაიღუპა და 71 დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მედიასაშუალების ცნობით, აფეთქების მიზეზი ერთ-ერთი პირის უკანონო ქმედება გახდა, რომელიც ნავთობსადენში არსებული ნაპრალიდან ნავთობის მოპარვას ცდილობდა.

აფეთქება იდალგოს შტატში, შაქრის ქარხნის სიახლოვეს მოხდა. ამჟამად ტერიტორია სამართალდამცავებს აქვთ ბლოკირებული. დაშავებული მოქალაქეები საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათ ძლიერი დამწვრობა აღენიშნებათ.

ნავთობპროდუქტების ქურდობა მექსიკაში ხშირად ხდება. სტატისტიკური მონაცემებით, 2018 წელს მექსიკის ტერიტორიაზე, ყოველ 20 წუთში ერთხელ ფიქსირდებოდა ბენზინის მოპარვის მცდელობა.

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი