კულტურამოზაიკა

ეგვიპტელ მსახიობს რანია იუსეფს 5 წლიანი პატიმრობა ემუქრება.

ტელეკომპანია BBC-ის ცნობით, რანია იუსეფისმიერ კაიროს საერთაშორისო კინოფესტივალზე დასასწრებად შერჩეულმა იტალიური მოდის სახლის  Elisabetta Franchi-ის კაბამ, მოქალაქეების მხრიდან უარყოფითი რეაქცია გამოიწვია.

მსახიობს სასამართლოში ადვოკატებმა, ამრო აბდელსალმმა და სამირ საბრიმ უჩივლეს. მათი განცხადებით, მსახიობის ჩაცმულობა საზოგადოებრივ ფასეულობებს, ტრადიციებსა და მორალს ეწინააღმდეგებოდა, ასევე მათი თქმით, მსგავსი ქმედება რისკის ქვეშ აყენებს ფესტივალის და ეგვიპტელი ქალების რეპუტაციას. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში. მსახიობს 5-წლიანი პატიმრობა ემუქრება.

თავად რანიამ ბოდიში მოიხადა და განაცხადა, რომ კაბის არჩევისას შეცდომა დაუშვა, ასევე მან დაამატა ისიც, რომ მომხდარის მიუხედავად ის პატივს სცემს ეგვიპტელი საზოგადოების ღირებულებებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button