მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

ქართველი სტუდენტების აქცია ბერლინში – “ლექსოსთვის”

ბერლინში ქართველი სტუდენტების აქცია-მსვლელობა გაიმართა. აქციის მონაწილეებმა ბანერებითა და პლაკატებით საქართველოს საელჩოდან ევროპის სახლამდე გაიარეს.

ისინი სოლიდარობას უცხადებენ ქართული მედიის წარმომადგენლებსა და აცხადებენ, რომ ჩვენი ქვეყნის დემოკრატია ახლა დიდ საფრთხეშია.

ქართველი სტუდენტები შორიდან ეურთდებიან მოთხოვნებს იმის თაობაზე, რომ დაისაჯონ დამნაშავეები და პასუხისმგებობა დაეკისროს ქვეყნის პრემიერ-მინისტრს. ასევე, პასუხისმგებლობის აღებაზე მოუწოდებენ საქართველოს საპატრიარქოსაც.

შეგახსენებთ, რომ ტვ „პირველის“ ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების შემდეგ, აქცია- პერფორმანსებს მართავენ მედიის წარმომადგენლები. მათი მთავარი მოთხოვნა არის ღარიბაშვილის გადადგომა, ვისი მოწოდებითაც წახალისდა მოძალადეთა ჯგუფი.

მსგავსი პოსტები

Back to top button