1 $ 2.34 – ლარი მცირედით კიდევ გამყარდა

ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში რამდენიმე პუნქტით გამყარდა.

კერძოდ, დღეიდან ერთი დოლარის შეძენა 2.34 ლარად იქნება შესაძლებელი.

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 2.37 ლარს შეადგენდა.

ვალუტა ევროსთან მიმართებაშიც გამყარდა.

დღეიდან ერთი ევროს შეძენა 2.64 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ როცა გუშინ მოქმედი კურსი 2.71 ლარს შეადგენდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button