1$ 2.38 – ახალი კურსით ლარი კიდევ გაუფასურდა

ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.38 ლარი გახდა.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა , რომლის მიხედვით, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში გაუფასურდა.

5 სექტემბრიდან ერთი დოლარის შეძენა 2.38 ლარად იქნება შესაძლებელი. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.35 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0.02 ლარი შეადგინა.

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის თანახმად, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებაშიც გაუფასურდა. კერძოდ, 5 სექტემბრიდან ერთი ევროს შეძენა 2.64 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.64 ლარს შეადგენდა.

ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0019 ლარი შეადგინა.

მსგავსი პოსტები

Back to top button