მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, აკაკი ნატროშვილი საარჩევნო კაბინაში, რამდენიმე ამომრჩეველს ერთად უშვებს

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კურდღელაურში, დამკვირვებლად, სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, აკაკი ნატროშვილი იმყოფება და საარჩევნო კაბინაში, რამდენიმე ამომრჩეველს ერთად უშვებს.

ინფორმაციას ამის შესახებ, უბანზე მყოფი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დამკვირვებლები ავრცელებენ.
მათი განმარტებით, ნატროშვილი ქართული ოცნების კანდიდატის სასარგებლოდ ცდილობს ამომრჩევლის ნებაზე გავლენა მოახდინოს.

თავად აკაკი ნატროშვილი არ უარყოფს, რომ კაბინაში ამომრჩევლები ერთად შეუშვა და ამბობს, რომ მოქალაქეებმა დახმარება თავად ითხოვეს.

არჩევნების მეორე ტურში, თელავის მერის თანამდებობის მოსაპოვებლად, ორი კანდიდატი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა და ქართული ოცნების წარმომადგენელი იბრძვის.

მსგავსი პოსტები

Back to top button