მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

1 200-ზე მეტი მოკლული მშვიდობიანი მოქალაქე კიევის ოლქში

კიევის ოლქში, პოლიციის მონაცემებით, ოკუპანტების მიერ მოკლული 1202 მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი იპოვეს – ინფორმაციას უკრაინული მედია UNIAN ავრცელებს.

„სამწუხაროდ, ჩვენ თითქმის ყოველდღე ვაკეთებთ საზარელ აღმოჩენებს და ვაფიქსირებთ რუსეთის არმიის დანაშაულებს კიევის ოლქში. ამჟამად, გამომძიებლების მიერ გამოკვლეულია ჩვენი დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქეების 1 202 ცხედარი და გადაყვანილი არიან სასამართლო სამედიცინო დაწესებულებებში სიკვდილის მიზეზის დასადგენად. მათგან 280 უცნობია“, – განაცხადა ნებიტოვმა.

მისი თქმით, ახლა კრიმინალური პოლიცია მუშაობს დაღუპული პირების იდენტიფიცირებაზე, კერძოდ, ხდება დნმ-ის აღება, ხოლო მონაცემები თავსდება საერთო მონაცემთა ბაზაში, შემდეგ კი სამართალდამცველები თანამშრომლობენ ახლობლებთან ამ მონაცემების შესადარებლად.

მისივე განცხადებით, ამჟამად 300-მდე ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულია და ეს ციფრი გამუდმებით იცვლება, რადგან სამმართველოში ყოველდღიურად ახალი განცხადებები შედის.

მსგავსი პოსტები

Back to top button