1 $ -2,55 – გაუფასურებული ლარი [აუდიო]

ეროვნული ვალუტა კვლავ ახალ ანტირეკორდებს ხსნის. არჩევნებიდან 6 დღის შემდეგ, ლარი ევროსთან მიმართებაში, მისი არსებობის ისტორიაში ყველაზე დაბალ ნიშნულზეა.

ერთი ევროს ღირებულება ეროვნული ბანკის კურსით 3.01 ლარია, თუმცა კერძო ბანკებში გაცვლითი კურსი კიდევ უფრო მაღალია. იზრდება დოლარის ღირებულებაც. ოფიციალური მონაცემებით, დღეს ერთი ამერიკული დოლარი 2.55 ლარია.

ვალუტის გადამცვლელ ჯიხურებში კი 2.60 ლარი. ექსპერტები ეროვნული ვალუტის გაუფასურების რამდენიმე მიზეზზე საუბრობენ. მათ შორის არის მოსახლეობის მოლოდინები, რადგან როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, წლის ამ მონაკვეთში ლარი ბოლო წლებია მუდმივად უფასურდება.

ეკონომისტი ირაკლი ყიფიანი ლარის გაუფასურების ერთ-ერთ მიზეზად საგარეო ფაქტორსაც ასახელებს. ყიფიანი ამბობს, რომ დოლარი მსოფლიო ბაზარზე ყველა სხვა ძირითად ვალუტებთან მიმართებაშიც გამყარდა.

ეკონომისტების: ბესიკ ნამჩავაძის და ირაკლი ყიფიანის ხმა ►

ლარის გაუფასურებაზე მმართველი გუნდიდან განცხადება გააკეთა დავით ჭიჭნაძემ ►

მსგავსი პოსტები

Back to top button