მსოფლიოსიახლეები

1 374 ახალი ინფიცირებული ირანში

ირანში, კოროვირუსით ინფიცირების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 5 031 ადამიანი შეადგინა.

ამის შესახებ ინფორმაციას ირანის ჯანდაცვის მინისტრის წარმომადგენელი ქიანუშ ჯაჰანპური ავრცელებს.

მისი თქმით, ირანში გასული დღის განმავლობაში COVID-19-ით 73 ადამიანი დაიღუპა.

ჯაჰანპურმა აღნიშნა, რომ მხოლოდ გასული დღის განმავლობაში კორონავირუსული ინფექციის 1 374 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ჯამში, ქვეყანაში ინფიცირებულია 80 868 პირი, აქედან 3 513 მძიმე მდგომარეობაშია.

ირანის ჯანდაცვის მინისტრის წარმომადგენელი აცხადებს, რომ ვირუსისგან 55 987 ადამიანი განიკურნა.

ირანში, კორონავირუსის 330 ათასზე მეტი ტესტირება ჩატარდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button