1 700 378 ინფიცირებული მსოფლიოში
![](https://heretifm.com/wp-content/uploads/2020/04/Coronavirus_H-1080x675-1.png)
worldmeters.info-ს თანახმად, ამ მომენტისთვის, მსოფლიოს მასშტაბით, კორონავირუსით 1 700 378 ადამიანია დაინფიცირებული. გარდაიცვალა 102 755 ინფიცირებული, ხოლო 376 548 გამოჯანმრთელდა.
აშშ-ში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით 2 108 ადამიანი დაიღუპა, დაინფიცირებულთა რაოდენობამ კი, ნახევარ მილიონს გადააჭარბა, – ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
საერთო ჯამში, აშშ-ში კორონავირუსისგან 18 747 ადამიანია დაღუპული. სიკვდილიანობის მაჩვენებლით, ქვეყანა მცირედით ჩამორჩება იტალიას, სადაც ყველაზე მეტი – 18 849 ფატალური შემთხვევაა დადასტურებული.
დიდ ბრიტანეთში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსით 980 ადამიანი დაიღუპა. ამ ინფორმაციას BBC ავრცელებს. დაღუპულთა საერთო რაოდენობა ქვეყანაში 8 958 ინფიცირებულია.
ბრიტანეთის ჯანდაცვის მდივნის, მეთ ჰენკოკის განცხადებით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტირება 20 000-მდე ადამიანს ჩაუტარდა, მათგან 5 706-ს კი, ვირუსი დაუდგინდა.
ამასთანავე, ბრიტანეთის პრემიერის ადმინისტრაციის პრეს-სპიკერის განცხადებით, ბორის ჯონსონი თავს უკეთესად გრძნობს და მოკლე მანძილზე სიარული უკვე შეუძლია. ჯონსონმა ინტენსიური განყოფილება 9 აპრილს დატოვა და ამჟამად მკურნალობას საავადყოფოში განაგრძობს.