ეკონომიკამნიშვნელოვანი
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2537 ლარი გახდა
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2537 ლარი გახდა.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.2537 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.2295 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0242 შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.8267 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.8050 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0217 ლარი შეადგინა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.