1 დოლარი 2 ლარი და 58 თეთრი ღირს

სავალუტო პუნქტებში 1 დოლარი 2 ლარი და 58 თეთრი ღირს. ოფიციალური კურსი კი 2 და 53-ია.

ეროვნული ვალუტის მორიგ გაუფასურებას მთავრობის ე.წ. ლარიზაციის გეგმას უკავშირებენ ეკონომისტები.

ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ სამთავრობო სტრატეგია ლარის სტაბილიზაციას ვერც მოკლე და ვერც გრძელვადიან პერიოდში ვერ უზრუნველყოფს.

ანალიტიკოსთა მეორე ნაწილი კი მიიჩნევს, რომ სამთავრობო გეგმას გრძელვადიან პერიოდში დადებითი შედეგები მოყვება და ეროვნული ვალუტის გამყარების პროცესი დაიწყება.

მსგავსი პოსტები

Back to top button