ეკონომიკამნიშვნელოვანისიახლეები

1 დოლარი – 3.40 ლარი, 1 ევრო კი 4.01 ლარი ღირს

5 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით მკვეთრად გაუფასურდა. კურსის ცვლილებამ 5.91 თეთრი შეადგინა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.40 ლარი გახდა.

ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებით ასეთი გაუფასურებული ბოლოს მარტის ბოლო რიცხვებში იყო.

ევროსთან მიმართებით კი, ლარი 10 თეთრით გაუფასურდა, შედეგად ერთი ევრო 4.0137 ლარი ღირს.

ჯამურად ბოლო 4 სამუშაო დღის განმავლობაში დოლარის ოფიციალური ღირებულება 15.6 თეთრით გაიზარდა.
ორშაბათს სებ-მა ლარის კურსის მერყეობის შესარბილებლად $60 მილიონიანი ინტერვენცია განახორციელა. ჯამურად, 2020 წლის განმავლობაში სავალუტო აუქციონების გზით ეროვნულმა ბანკმა $710 მილიონი დოლარი გაყიდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button