1 დოლარი თითქმის 2.52 ლარია

საქართველოს კომერციულ ბანკებში 1 დოლარის შეძენა თითქმის 2 ლარსა და 52 თეთრს უტოლდება.

თიბისი ბანკში 1 დოლარის ყიდვა 2.5180 ლარია.

საქართველოს და ტერა ბანკში – 2.5150 ლარია.

ბაზისბანკში, ლიბერთისა და პროკრედიტბანკში – 2.5100 ლარი.

ჰალიკ ბანკში – 2.480 ლარი.

ფინკა ბანკი – 2.4970 ლარი.

ქართუ ბანკი – 2.4950 ლარი.

11 ნოემბრისთვის, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში ისევ გაუფასურდა.

ერთი დოლარის ოფიციალური ფასი  2.4773 ლარი იქნება.

10 ნოემბერს ოფიციალური კურსი 2.4546 ლარი იყო. ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებაშიც გაუფასურდა.ხვალ ერთი ევროს შეძენა 2.6995  ლარად იქნება შესაძლებელი.

 

მსგავსი პოსტები

Back to top button