1 დოლარის ფასი 2.14 ლარი გახდა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ლარი დოლართან მიმართებაში ისევ გამყარდა. ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ფასი 20 მაისს 2.14 ლარი იქნება. 19 მაისს ოფიციალური კურსი 2.16 იყო.
ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაშიც გამყარდა.
20 მაისს ერთი ევროს შეძენა 2.40 ლარად იქნება შესაძლებელი.
2016 წლის 20 მაისს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 20 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.1473 შეადგინა.