მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

1 ივლისიდან ქუთაისის აეროპორტში Wizz Air-ის ბაზა ბრუნდება

უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air-ის ბაზა 1 ივლისიდან ქუთაისის აეროპორტში ბრუნდება. ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

„ტურისტული სეზონის გახსნასთან ერთად, ძალიან სასიხარულო ამბავი გვაქვს – „ვიზეარის“ ბაზა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დაბრუნდა და ივლისიდან ფრენებს ექვსი ევროპული ქალაქის მიმართულებით შეასრულებს, თუმცა უახლოეს თვეებში გააფართოებს მიმართულებებსა და სიხშირეებს და ვფიქრობ, მალე დაუბრუნდება ძველ ნიშნულს“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე ავიაკომპანია ფრენებს მილანის, პრაღის, ათენის, სალონიკის, ლარნაკასა და მემინგენის მიმართულებით აღადგენს.

ავიაკომპანიამ ქუთაისში ბაზის მუშაობა 2020 წლის ზაფხულში შეაჩერა, პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების ფონზე გაუქმებული რეისების გამო.

მსგავსი პოსტები

Back to top button