ახალი ამბებიმნიშვნელოვანისიახლეები
1-ლი ივლისიდან მუნიციპალური ტრანსპორტი ჩვეულ რეჟიმში იმუშავებს
1-ლი ივლისიდან თბილისის მეტრო და მუნიციპალური ავტობუსები მგზავრებს ჩვეულ რეჟიმში მოემსახურებიან.
რეგულაციების შემსუბუქების მიუხედავად, მგზავრობისას პირბადის ტარება კვლავ ძალაში რჩება.
„კვლავ ძალაში რჩება მგზავრობისას პირბადის ტარების აუცილებლობა. აღნიშნული საკითხი თბილისის სატრანსპორტო კომპანიის შესაბამისი სამსახურების მიერ მომავალშიც მკაცრად გაკონტროლდება”,- წერია სატრანსპორტო კომპანიის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ქვეყანაში გადაადგილებაზე არსებული აკრძალვები იხსნება, რომლის შედეგადაც, შეზღუდვა გაუქმდება დედაქალაქში მოძრავ მუნიციპალურ ტრანსპორტზეც.